შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საინტერესო აქტივობა, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაიგეგმა
19.05.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული რამდენიმე ექსპონატის ხილვა და შემდეგ სპეციალური ბარათის საშუალებით მისი გაფერადება ონლაინ იქნება შესაძლებელი. აქტივობა მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თემაზე - მუზეუმები თანასწორობისთვის დაიგეგმა. მუზეუმი ჩართულია პროექტში შშმ მოზარდების განვითარების ხელშეწყობა პანდემიის პირობებში, რომელსაც ასოციაცია ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისთვის ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ 18 მაისს ყოველწლიურად , პროექტი ღამე მუზეუმში იმართებოდა. პანდემიის გამო მუზეუმმა 18 ონლაინ აქტივობა განახორციელა. მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლიდან აღინიშნება.