შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიის ინიციატივით, სსმ პირთათვის სხვადასხვა ტიპის ღონისძიება ხორციელდება
15.05.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის ინიციატივით, სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის პანდემიის პირობებში, სხვადასხვა ტიპის ღონისძიება ხორციელდება. ამჯერად ქალაქში მცხოვრებ უსინათლო და სმენადქვეითებულ მოქალაქეებს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ მომზადებული, COVID-19-თან დაკავშირებული ადაპტირებული აუდიო და ვიდეომასალები დაურიგდათ. ახალგაზრდულმა ცენტრმა, ქალთა ფონდის მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს უსინათლოებისთვის აუდიომასალების, ხოლო სმენადქვეითებულთათვის - სურდოთარგმანიანი ვიდეოფაილების მიწოდებას, რომლებშიც ჩაწერილია კორონავირუსის საპრევენციო რეკომენდაციები და ფსიქოლოგის რჩევები. ახალგაზრული ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალი პატარიძემ, ქალაქის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში მცხოვრებ უსინათლოებს აღნიშნული მასალები უკვე დაურიგა. ვიდეოფაილები მიიღეს სმენადაქვეითებულებმაც.