შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რა ბრალდებას უყენებს ,,ქართულ ოცნების,, წევრს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'?
15.05.2020
უკან დაბრუნება
ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ტელეკომპანია რიონის საინფორმაციო გამოშვებაში 24 აპრილს გასული სიუჟეტი აჩვენეს, სადაც ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე პანდემიის შედეგად დაზარალებული თვითდასაქმებულების გამოვლენის მექანიზმზე საუბრობს. გიგა შუშანია ეჭვობს რომ სიაში მმართველი გუნდი საკუთარ მხარდამჭერებს ჩასვამს. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს. შეგახსენებთ რომ სიუჟეტი პრემიერ მინისტრის გამოსვლის შემდეგ მომზადდა და გავიდა ეთერში.