შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გოგი წულაია დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდას მოითხოვს
14.05.2020
უკან დაბრუნება
ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო ქუთაისის ა(ა)იპ დასუფთავების სამსახურმა 70 წელს გადაცილებული თანამშრომლები დროებით სამსახურეობრივი მოვალეობისგან გაათავისუფლა, თუმცა მათი სამუშაო სხვა თანამშრომლებზე გადანაწილდა. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდას მოითხოვს. მისივე განმარტებით თანამშრომლებს დამატებითი ანაზღაურების გარეშე მონურად ამუშავებენ.