შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გუშინ ქუთაისი-ბაღდათის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
13.05.2020
უკან დაბრუნება
გუშინ ქუთაისი-ბაღდათის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ოჯახის სამი წევრი დაშვდა. დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი, 8 წლის ბიჭია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები. დაშავებული პაციენტები ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში ჩვენს გადამღებ ჯგუფს განუცხადეს, ბავშვისა და მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალბატონმა კი საავადმყოფო უკვე დატოვა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რომელმაც სხეულის ნაკლებ მძიმე დაზიანება გამოიწვია.