შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში განთავსებულ სამედიცინო კლინიკებს სამედიცინო საშუალებები გადაეცათ
13.05.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში განთავსებულ სამედიცინო კლინიკებს - ლჯ და კომპანია-დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ დაავადებათა ცენტრს“ და დევნილთა პოლიკლინიკა ბიჭვინთას, სამედიცინო საშუალებები გადაეცათ. საქველმოქმედო აქცია ქუთაისის მერიამ და ქუთაისის „ლაიონს კლუბმა“ ერთობლივად მოაწყვეს. კლინიკებმა 18 დასახელების პირველადი მოხმარების აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობა მიიღეს. საქველმოქმედო აქცია კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში განხორციელდა.