შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნაც.მოძრაობაში მიაჩნიათ რომ ქუთაისის ბიუჯეტს აქვს არანაკლებ 5 მილიონი ლარის რესურსი დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად
13.05.2020
უკან დაბრუნება
ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ რომ ქუთაისის ბიუჯეტს აქვს არანაკლებ 5 მილიონი ლარის რესურსი იმისთვის, რომ ეს თანხები პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდეს. ბესიკ ბრეგაძე ამბობს რომ ქუთაისის მერიაში სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესწავლა უნდა მოხდეს, გაუხარჯავი თანხების აკუმულირების შედეგად კი ეს ფინანსები სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდეს. საკითხის დღის წესრიგში დაყენებას საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები უახლოეს სხდომაზე გეგმავენ.