შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მიმდინარე წელს ქუთაისში თითქმის ყველა სახელოვნებო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
12.05.2020
უკან დაბრუნება
მიმდინარე წელს ქუთაისში თითქმის ყველა სახელოვნებო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ხელოვნების სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და ა(ა) იპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების უფროსმა დაათვალიერეს. აღნიშნულ შენობაში ფუნქციონირებს ფოლკლორის სასწავლებელიც და ჯამში, 600-ზე მეტი ბავშვი ხელოვნების სხვადასხვა ჟანრსუსასყიდლოდ ეუფლება . შენობა მწყობრიდან გამოსული და ამორტიზირებული იყო. ხელოვნების სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის 370000 ლარზე მეტია გამოყოფილი, გარემონტდება ფასადი, შეიცვლება შიდა ინფრასტრუქტურა, განახლდება გათბობის და განათების სისტემები.სამუშოებს შ.პ.ს „ტუკა“ ახორციელებს.