შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გრიგოლ ვაშაძემ ,,ე.ნ.მ'-ის ქუთაისის პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა
12.05.2020
უკან დაბრუნება
ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე დღეს ქუთაისში იმყოფებოდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და 8 მარტის შეთანხმებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება ამ საკითხს უპასუხისმგებლოდ ეკიდება, შედეგად კი ზიანდება ქვეყნის დემოკრატიული რეპუტაცია. ვაშაძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება შეთანხმების მნიშვნელოვან პუნქტებს გვერდს აუვლის, პარტია ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება საარჩევნო სისტემას შეეხებოდა, რითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.