შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეიდან ვანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს
12.05.2020
უკან დაბრუნება
დღეიდან ვანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით. ამ დრომდე, ვანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ძველ შენობაში იყო განთავსებული. პროექტი რეგიონალური განვითარების სამინისტროს ფონდიდან 130 ათასი ლარით დაფინანსდა. იმერეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობები გუშინ წყალტუბოსა და თერჯოლაში გაიხსნა.