შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება
09.05.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ვაკისუბნისა და სულხან- საბას მაჟორიტარ დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან ერთად, დღესაც რამდენიმე ოჯახში მიიტანა სასურსათო ამანათი. თითოეული ოჯახისთვის 250 ლარის ღირებულების პროდუქტი შპს „ამბიკონ სტილსმა“ საკუთარი ინიციატივით შეიძინა. „ სასურსათო ამანათები ამჯერად ავანგარდის დასახლებაში მცხოვრებმა ოჯახებმა მიიღეს.