შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეიდან ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა
05.05.2020
უკან დაბრუნება
დღეიდან ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა. ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ამ ეტაპზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნებადრთულია ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები. Covid-19-ის გავრცელებამდე ქუთაისში დაგეგმილ და დაწყებულ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ნინოშვილის ქუჩის მე-19 ჩიხში, ბესიკის და ბერი თევდორეს ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.