შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



5 მაისიდან ქუთაისსა და ბათუმში საქალაქთშორისო გადაადგილების მხრივ დაწესებული შეზღუდვები იხსნება
04.05.2020
უკან დაბრუნება
5 მაისიდან საქართველოს 2 ქალაქში ქუთაისსა და ბათუმში საქალაქთშორისო გადაადგილების მხრივ დაწესებული შეზღუდვები იხსნება. ხვალიდან ამ ქალაქებში შესვლა და ქალაქის დატოვება შესაძლებელი გახდება. იმერეთის რწმუნებულის განცხადებით, ქუთაისში ბლოკპოსტები დარჩება და აქტიურად გაგრძელდება თერმოსკრინინგიც. ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბარში რეგიონში აგრარული ბაზრების ეტაპობრივ ამოქმედებაზეც ისაუბრა.