შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ორმაისობის ტრადიციის აღდგენის შემდეგ წელს პირველად ქალაქის დღესასწაული საზეიმოდ არ აღინიშნება
01.05.2020
უკან დაბრუნება
ორმაისობის ტრადიციის აღდგენის შემდეგ წელს პირველად ქალაქის დღესასწაული საზეიმოდ არ აღინიშნება. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დაძმობილებული ქალაქების დელეგაციებს მასპინძლობდა. ღონისძიებებისა და სტუმრების მომსახურებისათვის ტრადიციურად რამდენიმე ათეული ათასი ლარი იხარჯებოდა. „გვირილობის“ ზეიმი სათავეს გასული საუკუნიდან იღებს. როგორც ცნობილია, ქუთაისელი „გიმნაზისტკები“ სიმბოლურად გვირილებს ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულთა ოჯახებს ეხმარებოდნენ. ორმაისობის ტრადიციისათვის პირვანდელი მნიშვნელობის აღდგენაზე საუბრობს პოლიტიკური ორგანიზაციის „ლელო საქართველოსათვის“ ქუთაისის ორგანიცაზიის ხელმძღვანელი მამუკა მამალაძე.