შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო
01.05.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ააიპ „ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების" მართვაში არსებულ 37 ფილიალში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. აღსაზრდელების მშობლებს კი ის პროდუქტები გადაეცათ, რომელიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. ქუთაისის ბაგა-ბაღების მოსწავლეებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების პირველი ეტაპი მარტის თვის ბოლოს განხორციელდა. იმერეთში ამ დროისთვის საკვები პროდუქტები სულ ბაგა-ბაღების 20 735 აღსაზრდელს გადაეცა.