შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ახალგაზრდული ცენტრის მენეჯერი თემურ ცამციშვილი პოლიტიკაში მიდის
08.10.2015
უკან დაბრუნება
ახალგაზრდული ცენტრის მენეჯერი თემურ ცამციშვილი პოლიტიკაში მიდის. ცამციშვილი ,,ახალი პოლიტიკური ცენტრის,, ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციას უხელმძღვანელებს,როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, პარტიის ხელმძღვანელთან მას აქტიური კონსულტაციები ჰქონდა. ,,ახალი პოლიტიკური ცენტრი,, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ყოფილმა წევრებმა დაარსეს.ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას იწყებენ. თემურ ცამციშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას ხელმძღვანელობდა, იყო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წევრი,მუშაობდა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსად.ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მის წინააღმდეგ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით საქმე იყო აღძრული.