შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში წყაროს ქუჩის 6 ნომერში მცხოვრები ოჯახი შესაძლოა, ბუნებრივი აირის გარეშე დარჩეს
01.05.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში წყაროს ქუჩის 6 ნომერში მცხოვრებ იობიძეების ექვსსულიანი ოჯახი სადაც 2 მცირეწლოვანი ცხოვრობს, შესაძლოა , ბუნებრივი აირის გარეშე დარჩეს. ოჯახს რამდენიმეთვიანი დავალიანება დაუგროვდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ დავალიანების განწილადება მოახდინა, შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო კი ოჯახი თანხას ვერ იხდის. ადგილზე მისულ სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლებს კი გაზის ჩაჭრის უფლება არ მისცეს, რის გამოც საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. როგორც სოკარ გაზის წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მათთვის ბუნებრივი აირის ჩაჭრა ამ ეტაპზე აღარ მოხდება.