შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა პანდემიის პირობებში მუშაობას უსაფრთხოების ნორმების დაცვით განაგრძობს
01.05.2020
უკან დაბრუნება
ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა პანდემიის პირობებში მუშაობას უსაფრთხოების ნორმების დაცვით განაგრძობს. "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, ფეროშენადნობთა ქარხნის ყველა საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტზე სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატურად ტარდება, დასაქმებულები აღჭურვილები არიან რესპირატორებითა და სამედიცინო ხელთათმანებით, ყოველდღიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგის პროცესი. სამუშაო პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე გაეცნო. "ჯორჯიან მანგანეზი" ამჟამად, ჯამში, დასაქმებული ჰყავს 5 000-ზე მეტი ადამიანი, ასევე 2000-მდე კონტრაქტორი პირი. დღეს კომპანიას თავისი წილით ქვეყნის მთლიან ექსპორტში მესამე ადგილი უჭირავს