შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში აფხაზეთიდან, კატასტროფის ჯგუფის მიერ შემოყვანილი 32 წლის ქალის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან
01.05.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში აფხაზეთიდან, კატასტროფის ჯგუფის მიერ შემოყვანილი 32 წლის ქალის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. 31 კვირის ორსული კლინიკა ბომონდის ცხელების ცენტრში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მისთვის საჭირო გახდა საკეისრო კვეთის ჩატარება. ამ დროისათვის პაციენტი რეანიმაციაში, ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ახალშობილი ბავშვთა რეანიმაციაში იმყოფება. “კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში ამ ეტაპზე 5 საეჭვო პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სახლებიდან, ნაწილი კი კატასტროფის ბრიგადებმა საავადმყოფოებიდან გადაიყვანეს.