შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიასთან ხალხმრავლობა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება
01.05.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიასთან ხალხმრავლობა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისათვის ავტომანქანით ქალაქიდან გასვლის ნებართვის მისაღებად ადამიანებს გრძელ რიგში დგომა საათობით უწევთ.ისინი ვინც საშვის მიღება გუშინ ვერ შეძლეს, დღეს რიგში დილიდან ჩადგნენ. ამჯერად რიგი მოწესრიგებულია. ადგილზე მობილიზებული არიან მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქეებს დისტანციის დაცვისაკენ მოუწოდებენ. ჩვენს კითხვაზე, საშვების ელექტრონულად მიღებით იქნებოდა თუ არა თავიდან აცილებული მრავალრიცხოვანი რიგი , მოქალაქეების აზრი ორად გაიყო.