შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სოფელ ღვანკითის სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა დახმარება მიიღეს
29.04.2020
უკან დაბრუნება
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის სოციალურად დაუცველმა 97-მა ოჯახმა, მათ შორის მრავალშვილიანებმა და 70 წელს გადაცილებულმა მოხუცებმა დახმარებები მიიღეს. აღნიშნული ოჯახებისთვის საკვები პროდუქტები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" გადასცა. ჯამში “სოკარ ენერჯი ჯორჯიას" საჩუქრები იმერეთში 350 ოჯახზეა გათვლილი. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილიდან ჩაკეტილია. მიზეზი სოფელში კორონავირუსის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევაა.