შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 62 წლის მამაკაცი ცხელების ცენტრიდან გადმოიყვანეს
28.04.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდ 19-ით 62 წლის მამაკაცი ცხელების ცენტრიდან გადმოიყვანეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა და ტემპერატურა ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა, საიდანაც მამაკაცი კვლევებისთვის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს იკვლევენ. ამჟამად კლინიკაში 20 პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს კლინიკას კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი 19 -მა პაციენტმა დაამარცხა.