შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიამ ,,ჟესტების ენის“ შემსწავლელი კურსები დააფინანსა
25.02.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიამ ,,ჟესტების ენის“ შემსწავლელი კურსები დააფინანსა. განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "თაირისი" ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მეორე თვეა ახორციელებს საპილოტე პროექტს "ჟესტური ენა დამწყებთათვის".ერთ-ერთ ლექციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრო. ანალოგიურ პროექტს თბილისში განათლების სამინისტრო ახორციელებს. ქუთაისის მაგალითი კი პირველია ქვეყანაში როდესაც პროექტს ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს. ტრენინგებში სხვადასხვა სფეროში მომუშავე 20-მდე დაინტერესებული პირია ჩართული. გადამზადებას გადიან "თაირისი"-ს შშმ ბავშვთა დღის ცენტრისა და ადრეული განვითარების პედაგოგები, ქუთაისის # 45 საჯარო სკოლის აღმზრდელ-პედაგოგები, განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი, არასრულწლოვნებთან მომუშავე ადვოკატი, იურისტი, მოხალისე სტუდენტები და სასულიერო პირი. ძირითადად ის ადამიანები, რომელთაც ყოველდღიური ურთიერთობა უწევთ სმენადაქვეითებულ ბავშვებთან და სურთ მათთან დაამყარონ კომუნიკაცია ჟესტების ენაზე.