შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაეშვა
25.02.2016
უკან დაბრუნება
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია მოახდინა. ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ. 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.