თოქ შოუს ,,ეს ქვეყანა შენია-გაიზიარე პასუხისმგებლობა,, ბოლო, დასკვნითი გადაცემა ტკ ,,რიონის,, ეთერში გუშინ, 3 აპრილს გავიდა. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დისკუსიის თემა ამჯერადაც კორონა ვირუსი და მასთან ბრძოლა იყო. დისკუსია მთლიანად დისტანციურად წარიმართა. პირველ ბლოკში მოსახლეობას სტრესთან გამკლავების რჩევები ფსიქოლოგმა ეკა გვეტაძემ მიაწოდა. მეორე ბლოკში მაყურებელს გერმანიაში მყოფი სააქართველოს მოქალაქეები, ბადრი კაპეტივაძე და გიორგი ჭითანავა თავიანთი პრობლემების შესახებ ესაუბრნენ.
დისკუსიის დასკვნით ნაწილში კი სამოქალაქო აქტივისტმა ნუგზარ კოხრეიძემ თოქ-შოუს შესახებ ისაუბრა და გადაცემა შეაფასა.
გადაცემათა ციკლს ''ეს ქვეყანა შენია'' სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან ერთად ახორციელებდა . გადაცემა ნაწილი იყო კამპანიისა, რომელიც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ემსახურება.