შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის „მადლიერების სახლის“ ყველა ბენეფიციარი საცხოვრებელ ადგილებზე მიიღებს იმ პროდუქტებს, რომელიც მათთვის სასადილოში სადილების მოსამზადებლად იყო განკუთვნილი
02.04.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის „მადლიერების სახლის“ ყველა ბენეფიციარი საცხოვრებელ ადგილებზე მიიღებს იმ პროდუქტებს, რომელიც მათთვის სასადილოში სადილების მოსამზადებლად იყო განკუთვნილი. სასურსათე ამანათების დაფასოება ქუთაისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. პროცესში უშუალოდ ჩართული არიან ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილეები. მადლიერების სახლის“ 800 ბენეფიციარს შორის 60-მდე ისეთი ადამიანიც არის, რომლებსაც დამოუკიდებლად სადილის შინ მომზადება არ შეუძლიათ, მათთვის „მადლიერების სახლის“ სამზარულოში ისევ მომზადდება სადილი და გამზადებულ კერძებს სახლში მიიღებენ.