შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა, მკურნალობას ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გააგრძელებს
27.03.2020
უკან დაბრუნება
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა, მკურნალობას ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გააგრძელებს. ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტი საფრანგეთიდან არის ჩამოსული. ის კარანტინში იმყოფებოდა და ვირუსის სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ კლინიკაში ანალიზები რვა პაციენტს აუღეს, მათგან შვიდი უარყოფითია. კლინიკაში დღეს ვირუსის სიმპტომით ერთი პაციენტი იმყოფება, მას ანალიზებს აუღებენ.