შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში რეგისტრირებულ 600-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახში, რომელთაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ, დღეიდან სასურსათო ამანათები დაურიგდებათ
27.03.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში რეგისტრირებულ 600-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახში, რომელთაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ, დღეიდან სასურსათო ამანათები დაურიგდებათ. ამანათების გამზადების პროცესსა და დარიგებაში ქუთაისის მერი, მერის მოადგილეები, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე და საკრებულოს წევრები პირადად ჩაერთვნენ. კერძო სექტორის მიერ შეგროვებული სასურსათო პროდუქტები უკვე დაურიგდათ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, მარტოხელა დედებს და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.