შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა
27.03.2020
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა. ზვიად შალამბერიძე დაინტერესდა გაიზარდა თუ არა პროდუქციაზე ფასები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ასევე, როგორ სრულდება საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით და შესაბამისად, ტარდება თუ არა აგრარულ ბაზარში სადენზიფექციო სამუშაოები. სახელმწიფო რწმუნებული ადგილზე რამდენიმე მოვაჭრეს გაესაუბრა და არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მათგა ნმოისმინა. ზვიად შალამბერიძესთან ერთად ბაზარში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც სიტუაციას დღის განმავლობაში აკონტროლებენ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის მასშტაბით პროდუქტების მარაგს, ფასებს და პრევენციულ ღონისძიებებს რამდენიმე დღეა, პირადად ეცნობა.