შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთი სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ სუპერმარკეტების ქსელებსა და საცხობებში არსებული ვითარება პირადად შეამოწმა
26.03.2020
უკან დაბრუნება
იმერეთი სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ სუპერმარკეტების ქსელებსა და საცხობებში არსებული ვითარება პირადად შეამოწმა. მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული ასევე იმყოფებოდა სუპერმარკეტების საწყობებში, სადაც პროდუქტების მარაგის კუთხით არსებულ სიტუაციას გაეცნო. რწმუნებული მარკეტებში მომხმარებლებს შორის სავალდებულო დისტანციის დაცვის საკითხითაც დაინტერესდა. ზვიად შალამბერიძე რამდენიმე სადღეღამისო საცხობს ეწვია და ფასის ზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესდა, თუმცა გაირკვა, რომ ფასი არცერთი სახის პროდუქტზე არ გაზრდილა. უახლოეს მომავალში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ყველა მუნიციპალიტეტს ეწვევა და არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობა.