შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„ახალი ლიდერების“ და მ. სააკაშვილის ერთობლივი ინიციატივით საქველმოქმედო აქციები მიმდინარეობს
23.03.2020
უკან დაბრუნება
ქართულ-ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალი ლიდერების“ ქუთაისის ოფისის და მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ერთობლივი ინიციატივით საქველმოქმედო აქციები მიმდინარეობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის გათვალისიწინებით ორგანიზაციებმა ქუთაისის მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ გადასცეს დამცავი ნიღბები, სადეზინფექციო ხსნარი და ხელთათმანები იმ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ მათი შეძენის საშუალება. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ორგანიზაცია, ახალი ლიდერების ინიციატივა და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა გააგრძელებს აღნიშნულ აქციებს". მოსახლეობას ნიღბებისა და სადეზინფექციო საშუალებების მიღება ტაბიძის ქ.N28- ში პერმანენტულად შეეძლება.