შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ასე გამოიყურება ქუთაისი ახალი ვირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის ფონზე
21.03.2020
უკან დაბრუნება
ასე გამოიყურება ქუთაისი ახალი ვირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის ფონზე, ქალაქის ქუჩები თითქმის ცარიელია, ადამიანების დიდი ნაწილი პირბადეებითა და ხელთათმანებით გადაადგილდება. დაკეტილია მაღაზიები, გარდა სასურსათო ობიექტებისა და აფთიაქებისა. 18 მარტიდან ქუთაისში სამარშუტო ტაქსების მოძრაობა შეწყდა და მგზავრებს მხოლოდ ავტობუსებით ემსახურებიან. დღეის მდგომარეობით საქართველოში კოვიდ-19 -ის ვირუსით 48 ადამიანია ინფიცირებული. ქუთაისსა და იმერეთში ამ ეტაპზე კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.