შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
20.03.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში 3 ახალი პაციენტი მოათავსეს, რომელთაც მოგზაურობის ისტორია აქვთ. მათ ლაბორატორიულ კვლევას დღეს ჩაუტარებენ. ამ დრომდე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მითავსებულ არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დადასტურებია. აღსანიშნავია რომ ლაბორატორიიის ქუთაისში ამოქმედებამ ტესტის შედეგების მიღება დროის ფაქტორის მხრივ გაამარტივა.