შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა
20.03.2020
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. პოლიციის, პატრულის, საფინანსო, შემოსავლებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებმა რწმუნებულს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თუ რა სამუშაოები ხორციელდება ამეტაპზე რეგიონში. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. რეგიონში უკვე დაიხურა სპორტული დარბაზები, კაფე-რესტორნები, სპაცენტრებიდასხვამსგავსისახისდაწესებულებები. პრევენციის მიზნით აიკრძალა შიდასამარშუტო მიკროავტობუსები. კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ობიექტების სადეზინფექციო სამუშაოები. სპეციალური ხსნარით უკვე დამუშავდა, იმერეთის რეგიონში არსებული ყველა სკოლა და საბავშვობაღი, სახელოვნებო და სპორტული დაწესებულებები.