შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ქუთაისის სპორტის სასახლეში იმყოფებოდნენ
20.03.2020
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ქუთაისის სპორტის სასახლეში იმყოფებოდნენ, სადაც 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ადამიანებისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების შეგროვება მიმდინარეობს, რომლითაც დახმარების სურვილი ქუთაისში მოქმედმა კერძო კომპანიებმა გამოთქვეს. სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის პორტის სასახლეში რამდენიმე მაღაზიათა ქსელმა ასევე, ბაგა-ბაღებისგ აერთიანებამ მიიტანეს, რომელმაც არდადეგების გამო ადრე შეძენილი ხილის და ბოსტნეულის გამოყენებაც ბაღებში ვეღარ მოასწრო. მოხალისეთა გუნდის წევრები მარტოხელა მოქალაქეებს ნობათს სახლებში მიუტანენ.