შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერმა მიკროავტობუსების მუშაობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გადაცემა “ობიექტურ აზრში“ გააკეთა
19.03.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ექსკლუზიური განცხადება თოქ-შოუ ,,ობიექტური აზრის“ პირდაპირ ეთერში მიკროავტობუსების მუშაობის შეწყვეტის შესახებ გააკეთა . დღეიდან ქუთაისში მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 18 მარტიდან აიკრძალოს სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. საქალაქო ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა. ქუთაისში იმოძრავებს მხოლოდ ავტობუსები და მათი მარშრუტები შეიცვლება ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით. დეტალური ინფორმაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ ვერდზე არის განთავსებული , შესაბამისად სამარშრუტო სქემის შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.