შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,პოსტერუმ ქუთაისი" ქალაქის ქუჩებში მოსახლეობას ვირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგა
19.03.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,პოსტერუმ ქუთაისი" ქალაქის ქუჩებში მოსახლეობას კორონა-ვირუსთან ბრძოლისა და პრევენციისათვის აუცილებლად გასატარებელი ზომების შესახებ სარეკომენდაციო საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგა. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ მოსახლეობისათვის აეხსნათ რომ მეტი სიფრთხილით და ყურადღებით მოეკიდონ ვირუსთან ბრძოლის და გამკლავების მეთოდებს. პოსტერუმ-ქუთაისის წევრების განცხადებით, ისინი კვლავ გეგმავენ საჭიროებიდან განომდინარე საინფორმაციო თუ მოხალისეობრივი აქტვობების განხორციელებას.