შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ტურიზმის სფერის წარმომადგენლებს შეხვდა
16.03.2020
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ტურიზმის სფერის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მთავრობის მიერ დადგენილ შეღავათებზე ისაუბრეს. ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა გულისხმობს ღონისძიებების გატარებას, რომლის შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში დამატებით 1 მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გაჩნდება. ბიზნესს, რომელსაც სესხის გადახდის პრობლემა შეექმნება, ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას. აღნიშნული პროცესის შედეგად მხოლოდ სასტუმრო ინდუსტრიაში დაახლოებით 100 მლნ ლარის ფინანსური რესურსი გამოთავისუფლდება.