შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ვირუსთან დაკავშირებით შეიცვალა საკვების გაცემის წესები ,,მადლიერების სახლში“
16.03.2020
უკან დაბრუნება
ცნობილი მოვლენების გამო შეიცვალა საკვების გაცემის წესები „მადლიერების სახლში“ - უფასო სასადილოებში საკვები მხოლოდ შინ წასაღებად გაიცემა. ცვლილებები შეეხო სხვა სოციალურ პროგრამებსაც, მათ შორის, „შინმოვლის“ პროგრამას. ყოველდღიური ვიზიტების შეზღუდვის მიზნით, საკვები პროდუქტების მიწოდება მოხდება კვირაში ერთხელ, ხოლო ყოველდღიური ვიზიტები გაგრძელდება მხოლოდ იმ ბენეფიციარებთან, რომლებიც სამედიცინო და მედიკამენტურ დახმარებას ყოველდღე საჭიროებენ. ქუთაისის მერია, „კარიტასთან“ ერთად რამდენიმე წელია ახორციელებს „შინმოვლის“ პროგრამას. ეს პროგრამა დიდწილად ქუთაისის მერიის მიერ ფინანსდება.