შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მყოფ პაციენტებს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდათ
13.03.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მყოფ პაციენტებს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდათ. ხუთი მოქალაქის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გადაიგზავნა და პასუხები დღეს გახდა ცნობილი.კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკას გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვებენ.მათი ნაწილი კლინიკაში გუშინ გვიან ღამით, ნაწილი კი დღეს შევიდა. პაცენტებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ და მოგზაურობის ისტორია აქვთ. ექიმის თქმით, დამატებით კიდევ ელოდებიან პაციენტებს და არ გამორიცხავს, რომ მიმართვიანობა გაიზრდება.