შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



COVID-19-ზე ლაბორატორიული კვლევა უკვე ქუთაისშიც არის შესაძლებელი
13.03.2020
უკან დაბრუნება
COVID-19-ზე ლაბორატორიული კვლევა უკვე ქუთაისშიც არის შესაძლებელი. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოში არსებულ ლაბორატორიაში პირველი ნიმუშები გუშინ აიღეს. რვავე პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფითია და მათ კორონა ვირუსი არ დაუდასტურდათ. დაავადებათა კონტროლის იმერეთის ცენტრის უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ლაბორატორიის არსებობა იმერეთში ზედამხედველობის სისტემის მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის.