შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის
12.03.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის, როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე გენადი კუჭუხიძე აცხადებს გადაწყვეტილება მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად იქნა მიღებული. სრულ დისტანციურ მუშაობაზე გადადიან ის სამსახურები, რომლებსაც არ უწევთ მოქალაქეებთან უშუალო შეხვედრები. ამ რეჟიმით იმუშავებს აუდიტის, საფინანსო , ეკონომიკის და სამხედრო სამსახურები.ხოლო ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების, სოციალურ საკითხთა, ზედამხედველობის , ინფრასტრუქტურის და ადმინისტრაციული სამსახურები.