შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა
12.03.2020
უკან დაბრუნება
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. როგორც განათლების რესურსცენტრის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა პარალელურად დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მითითებების მოლოდინში არიან.