შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან გუშინ ორი მოქალაქე მაღალი ტემპერატურით გადმოიყვანეს
12.03.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან გუშინ ორი მოქალაქე მაღალი ტემპერატურით გადმოიყვანეს. კლინიკაში სულ რვა პაციენტია მოთავსებული, მათგან ერთ-ერთი პაციენტი „ევექსის“ კლინიკიდან პნევმონიით გადმოიყვანეს, რომელსაც უცხოელებთან ჰქონდა კონტაქტი. ხუთი პაციენტის პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდან დღის მანძილზე ელოდებიან. პაციენტები ბოქსირებულ და ნახევრად ბოქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებული. ამ დროისთვის ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.