შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მყოფ 5 პაციენტს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა
12.03.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მყოფ 5 პაციენტს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, ამ დროისათვის ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში ანალიზების პასუხებს კიდევ ექვსი პაციენტი ელოდება. მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ და მოგზაურობის ისტორია აქვთ. წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ამ დროისათვის ორი პაციენტი გადის მკურნალობას.