კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია ხონში
23.02.2016
უკან დაბრუნება
კულტურის სტატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია ხონის მუნიციპალიტეტში მოეწყო. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და დაინტერესებული პირები დაესწრნენ. კულტურის სტრატეგიის მიზანია, განისაზღვროს საქართველოში კულტურის და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა.კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი 2014 წლიდან დაიწყო მთავარი პრინციპებს კი ღიაობა, გამჭვირვალობა, და ინკლუზიურობაა წარმოადგენს. აღნიშნულ პროცესში ჩართულია კულტურისა და შემოქმედების სფეროს მოღვაწეები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ექსპერტები და დაინტერესებული პირები. პროგრამის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე ქალაქში 34 შეხვედრა უკვე გაიმართა.