შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირთა კატეგორიას ცნება "მიუსაფარი ბავშვი" ემატებ
18.02.2016
უკან დაბრუნება
სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირთა კატეგორიას ცნება "მიუსაფარი ბავშვი" ემატება. ასეთი ბავშვების დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით კი, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლება ეძლევა, შესაბამისი მოთხოვნით სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართოს ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა. როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, თუ ვინ მიეკუთვნება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების კატეგორიას. ისინი არ არიან აღრიცხულნი და არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია - დაბადებისა და პირადობის მოწმობები, პასპორტი, რადგან მათი მშობლები და მეურვეები ვერ ახერხებენ ან არ თვლიან საჭიროდ მათთვის დოკუმენტაციის მოწესრიგებას. სამინისტროს ინფორმაციით, ამის გამოც ბავშვები ვერ იღებენ განათლებას, არ არიან ჩართული სოციალური თუ სამედიცინო სახის სახელმწიფო პროგრამებში, ხოლო ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, არ არსებობს მოძალადისგან მისი მყისიერად განცალკევების მექანიზმი.