პირდარა ქაშიბაძის ხსოვნის საღამო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
18.02.2016
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ პირდარა ქაშიბაძის დაბადებიდან 80 და გარდაცვალებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებებს სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები დაესწრნენ. საიუბილეო საღამოს მიმდინარეობისას საუბარი პირდარა ქაშიბაძის ცხოვრებასა და უნივერსიტეტში მის მოღვაწეობას შეეხო.