ბერძენიშვილი თოფაძის გუშინდელ დაპირისპირებას დეპუტატები აფასებენ
18.02.2016
უკან დაბრუნება
ბერძენიშვილი თოფაძის გუშინდელ დაპირისპირებას დეპუტატები აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობისთვის თანაგუნდელების მსგავი ქმედებები მიუღებელია და ამბობენ რომ პირადი ინტერესებისთვის საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება კოალიციის იმიჯზე უარყოფიდად მოქმედებს.საპარლამენტო უმცირესობა კი დეპუტატების გუშინდელ განცხადებებს ქართულ ოცნებაში არსებულ განხეთქილებად მიიჩნევს.
შეგახსენებთ რომ თოფაძესა და დავით ბერძენიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გუშინ პლენარულ სესიაზე მოხდა,რომელიც თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მიმართ თოფაძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას ეხებოდა.