საპარლამენტო უმცირესობა დაღესტანელი უფლებადამცველის მიკაელ კადიევის საქმეს ეხმაურება
18.02.2016
უკან დაბრუნება
საპარლამენტო უმცირესობა დაღესტანელი უფლებადამცველის მიკაელ კადიევის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ კადიევი დღევანდელი ხელისუფლების მიერ იდევნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარლამენტში ბრიფინგი გამართეს. როგორც უმცირესობის წევრებმა აღნიშნეს, კადიევი წლების განმავლობაში ამხელდა რუსეთის ძალოვნების აღვირახსნილ თვითნებობებს დაღესტანში. სწორედ ამიტომ მიკაელ კადიევი იძულებული გახდა დაეტოვებინა დაღესტანი და საქართველოსთვის შეეფარებინა თავი. მათივე თქმით, კადიევი დღეს საქართველოს ხელისუფლებისგან დევნილის სტატუს ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. უმცირესობის წევრების თქმით, დღეს საქართველოს მთავრობა აპირებს კადიევის რუსეთში ექსტრადირებას, რაც ეროვნული სირცხვილი იქნება.